თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების პარტიას აფუძნებს

საქართველო, თბილისი - 16:46 | 04.07.2020
ნანახია: 926

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნის. მისი თქმით, პარტიას იმ მიზნით აყალიბებს, რომ კვოტები გააუქმოს. ჩერგოლეიშვილი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.  

"მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი, რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვან. ვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის, რომ უთანასწორობის აღმოფხვრას უნდა შეუწყოს ხელი და ვთვლი, რომ არ უნდა შემეშალოს ხელი, პირველი ათეული ქალებით გავიდე პარლამენტში და არ უნდა მავალდებულებდეს კანონი, რომ მეოთხე კაცი ჩავისვა,"- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე