საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

საქართველო, თბილისი - 12:17 | 04.07.2020
ნანახია: 490

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული სამივე შემთხვევა იმპორტირებულია, ახალი ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან.
„დღეს დილით საქართველოში სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და არის 946 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა ოთხით, გახლავთ სულ 825. ამ მონაცემებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 106 დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 87%-ზე ცოტა მეტია.
ეს ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა სამივე შემოტანილია. სამივე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
ამ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ჩვენთან მოთავსდა და გვყავს სულ 24 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე