საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველო, თბილისი - 12:14 | 04.07.2020
ნანახია: 396

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის 946-ს შეადგენს.

4-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა და ამ დროისთვის 825-ია.

გარდაცვლილია 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 3310, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე