საფრანგეთში COVID-19-ის პანდემიის დროს ყოფილი პრემიერის საქმიანობას გამოიძიებენ

საქართველო, თბილისი - 12:11 | 04.07.2020
ნანახია: 573

საფრანგეთში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ედუარ ფილიპის წინააღმდეგ კორონავირუსის პანდემიის დროს მის საქმიანობასთან დაკავშირებით წინასწარ გამოძიებას დაიწყებენ. იტყობინება Ouest-France. ედუარ ფილიპი პოსტიდან გუშინ, 3 ივლისს გადადგა.

გამოძიების ფიგურანტები ასევე იქნებიან ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ოლივიე ვერანი და მისი წინამორბედი ანიეს ბიუზენი.

წინასწარი გამოძიების მიზანია გამოვლინდეს არსებობს თუ არა  ბრალდების წარდგენის საფუძველი. გამოძიების დაწყება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სასამართლოში მთავრობის წევრების წინააღმდე 9 საჩივარი შევიდა,  პანდემიის გამო ჯანდაცვის სფეროში კრიზისის მიმართ არათანაბარი  მოქმედებების გამო.

საჩივრებში ნათქვამია, რომ პრემიერი და მინისტრები არ მოქმედებდნენ ისე, როგორც უნდა ემოქმედათ მსგავსი უბედურების დროს.

დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წლამდე პატიმრობას და 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

ფილიპი პოსტს 2017 წლის 15 მაისიდან იკავებდა.

საფრანგეთის პრემიერის თანამდებობა ჟან კასტეკსმა დაიკავა. მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე