მარნეულში 20 წლის მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 17:31 | 17.06.2020
ნანახია: 861

მარნეულში 20 წლის მამაკაცი მდინარე მტკვარში დაიხრჩო. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე