17 ივნისს,დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

საქართველო, თბილისი - 14:22 | 17.06.2020
ნანახია: 667

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ივნისს,დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე