განისაზღვრა პირთა ჩამონათვალი, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

საქართველო, თბილისი - 14:11 | 17.06.2020
ნანახია: 738

მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ.

კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას მთავრობის განკარგულება მოიცავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

პირთა ჩამონათვალი, რომელთაც სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდებათ იხილეთ ბმულზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე