საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 17.06.2020
ნანახია: 568

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 9  შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსის სულ 888 შემთხვევა.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი შვიდით გაიზარდა და ამჟამად 731-ს შეადგენს.

ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე