მამაკაცების 18% და ქალების 13,6% ფიქრობს, ზოგჯერ ქალი ცემას იმსახურებს

საქართველო, თბილისი - 20:14 | 16.06.2020
ნანახია: 584

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, მამაკაცების 18% და ქალების13,6% ფიქრობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს. ამვე კვლევის შედეგების მიხედვით, კაცი რესპონდენტების 14 პროცენტი და ქალების 10 პროცენტი თანხმდება, რომ ქალმა ოჯახის შენ­არჩუნების მიზნით, ძალადობა უნდა აიტანოს.

ასევე, მამაკცების, 52,5 % და ქალების 35% ფიქრობს, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%). კვლევა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე