ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ, ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, გააუპატიურონ - კვლევა

საქართველო, თბილისი - 20:07 | 16.06.2020
ნანახია: 539

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ, ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, გააუპატიურონ. კვლევის შედეგების მიხედვით, ასე ფიქრობს, კაცების 33% და ქალების 14,6 პროცენტი.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, მამაკაცების, 14,4 % და ქალების 8,7% ფიქრობს, რომ გაუპატიურებული ქალი, როგორც წესი, თავის დაუდევრობით იგებს თავს ამ მდგომარეობაში.

ასევე, კაცების 56,3 % ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაისვას კითხვა, აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. იგივე მოსაზრებას ეთანხმება, ქალების 17.1%.

თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%). კვლევა, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე