Lonely Planet-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა
საქართველო, თბილისი - 14:04 | 16.06.2020 ნანახია: 789მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა.
გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ.
Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.
"კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს", - წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.
Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია.
"საქართველომ საერთაშორისო არეალზე უმაღლესი აღიარება და შეფასება მოიპოვა, როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო პანდემიის პერიოდში. ეს გამოიხატება ისეთი გავლენიანი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის: Lonely Planet, Washington Post, CNN, Forbes, Conde Nast Travel და ა.შ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება, იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ფრთხილად და ეტაპობრივად მოხდება. ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პუბლიკაციები ჩვენს ქვეყანას კარგ პოზიციონირებას გაუწევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო არეალზე, როდესაც ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. პოსტკოვიდურ პერიოდში სამოგზაურო მიმართულებების არჩევისას ტურისტისთვის უსაფრთხო გარემო და ვირუსისგან თავისუფალი ზონა ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ფოტო: Andrew Montgomery / Lonely Planet
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა