საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 16.06.2020
ნანახია: 612

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. 

კარანტინის რეჟიმში 2 710 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 ადამიანი იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე