დიანა ტრაპაიძე "ტვ პირველს" ტოვებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 15.06.2020
ნანახია: 1072

დიანა ტრაპაიძე "ტვ პირველს" ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ტრაპაიძის განმარტებით, არსად არ გადადის და " ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან".

"დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.

პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან", - წერს დიანა ტრაპაიძე.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე