დღეიდან მოქალაქეები საჯარო და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდებიან

საქართველო, თბილისი - 08:31 | 15.06.2020
ნანახია: 730

დღეიდან, ძალაში შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვით, მოქალაქეები საჯარო და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდებიან.

საჯარო დახურულ სივრცეში უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება. დამრღვევთან ერთად სანქცია დაეკისრება საჯარო სივრცის მფლობელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში საურავი 500 ლარით განისაზღვრა.

სანქციები ვრცელდება მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის დროსაც. ამ შემთხვევაშიც 20 ლარით დაჯარიმდება ყველა ის პირი, რომელიც პირბადის ტარების წესს დაარღვევს. სახის დამცავი ნიღბების წესების დაცვით ტარება სავალდებულოა ტაქსებშიც.

პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმაც.

სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა და 15 ივლისამდე იმოქმედებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე