კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 14.06.2020
ნანახია: 866

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის მცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შუახნის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა.

პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მას კორონავირუსზე ტესტირება თბილისში ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ქალის ოჯახში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ვინაიდან ქალბატონი თვითიზოლაციაში გასვლამდე იქ იმყოფებოდა. ამ დროისთვის, ოჯახის წევრები უკვე თვითიზოლაციაში არიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე