კახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 13.06.2020
ნანახია: 699

კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების გამო PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც COVID-19- დაადასტურა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, წყარო ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მოძიებულია 18 კონტაქტი და ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში.

დაინციფირებული კაცი, მეორე დღეა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე