საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ხუთის წყარო უცნობია

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.06.2020
ნანახია: 591

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ განაცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია.

ორი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხუთი პირი კარატინის სივრციდან არის. ეზუგბაიას თქმით, მიმდინარეობსუცნობი წყაროების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„გარდა ამისა, ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და ხუთი არის დაუდგენელი წყაროს, რომლისთვისაც გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც მან აღნიშნა, მთლიანობაში 10-მდე პირია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
„თუ დღევანდელ ხუთ პირს, კიდევ დავამტებთ წინა დღეებში დაფიქსირებულ ასეთ ემთხვევებს, ჯამურად ხუთი იყო, დაახლოებით 10-მდე არის ასეთი, თუმცა შეიძლება, რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის არის უცნობი ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა, ასეთი არის 10“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 851 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 702 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე