აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 18:51 | 12.06.2020
ნანახია: 619

აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელების გამო ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო მძიმდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა COVID-19-ის 336 ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 218-ს მიაღწია. გარდაცვლილია 113 ადამიანი. ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 „აზერბაიჯანში დადასტურდა კორონავირუსის კიდევ 336 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 183 ადამიანი. დღეისათვის აზერბაიჯანში გამოვლენელია კორონავირუსით ინფიცირების 9 218 ფაქტი, გამოჯანმრთელდა 5 113 პაციენტი, გარდაიცვალა 113 ადამიანი“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე