რუსთავის ბაზრის დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ გაამართლა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 12.06.2020
ნანახია: 1022

რუსთავის ბაზრის დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ გაამართლა.

გიორგი ჭანტურიას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე