ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 16:41 | 12.06.2020
ნანახია: 650

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს ელენა ზელენსკაიას კორონავირუსი დაუდგინდა, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ელენა ზელენსკაიას ამბულატორიული მკურნალობა უტარდება და ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულია.

ტესტირება ჩაუტარდათ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მათ შვილებსაც, ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე