თბილისში ჩინეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 12.06.2020
ნანახია: 698

თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ჩინეთის მოქალაქე 40 წლამდეა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც ირკვევა, მოქალაქე ბინაში მარტო არ იმყოფებოდა. ბინის ქართველი მეპატრონე ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადგილზე მიიყვანეს თარჯიმნები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე