ნიუ ჯერსის შტატში, ქრისტოფორე კოლუმბის ძეგლის დემონტაჟი მოახდინეს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 12.06.2020
ნანახია: 746

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ კამდენის ხელისუფლებამ ქალაქის პარკში ქრისტოფერე კოლუმბის ძეგლის დემონტაჟი მოახდინა. ხელისუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივება ადმინსიტრაციას ძეგლის აღება არაერთხელ მოსთხოვეს. იუწყება ტელერახი CBS.

შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ძეგლი  ნაწილ-ნაწილ დაშალეს. ადგილობრივებმა, რომლებიც ძეგლის აღებას კატეგორიულად მოითხოვდნენ, ქანდაკებას ზიანი მიაყენეს. ტელეარხის ცნობით, ქალაქის მცხოვრებლები დიდი ხანია ითხოვდნენ ქანდაკების აღებას, შაბათს კი მსვლელობას აპირებდნენ. მარშის ორგანიზატორთა განცხადებით, ხელისუფლებამ მათი განზრახვის შესახებ შეიტყო და ძეგლის დემონტაჟი თავადვე მოახდინა.

 „აქამდეც იყო მოთხოვნები ამ ძეგლის აღების შესახებ, რადგან საზოგადოება მას მხარს აღარ უჭერს. ეს საკითხი დიდი ხანია მომწიფებულია, მაგრამ დღეს უნდა შევიმუშაოთ გეგმა რასობრივი ნიშნით დაყოფისა და უსამრთლობის ამ მოძველებული სიმბოლოების გადასახედად“, - განაცხადა ქალაქის მერმა ფრენკ მორანმა.

მანამდე, საპროტესტო აქიის მონაწილეებმა  ქრისტოფორე კოლუმბის ძეგლები დაამხეს ქალაქებში რიჩმონდსა და სენტ-პოლში. ბოსტონში კოლუმბის ძეგლს თავი მოატეხეს, მაიამიში კი ძეგლი ვანდალების მსხვერპლი გახდა.  

სააგენტო  „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, კამდენის მცხოვრებთა უმეტესობა ფერადკანიანია.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, რაშიც პოლიციელებს ადანაშაულებენ,  აშშ-ში ხელისუფლების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ქალაქში უამრავი ძეგლი აიღეს. მათ შორის სამოქალაქო ომების მონაწილე სამხედროებისა და გენერლების ქანდაკებები, ასევე ამერიკის აღმომჩენი ქრისტოფორე კოლუმბის ძეგლები, რომელსაც მემარცხენე აქტივისტები ამერიკის მკვიდრი მოსახელობის გენოციდში ადანაშაულებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე