გრძელვადიანი პერიოდისთვის მთავრობის სტრატეგიას ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 14:01 | 26.09.2015
ნანახია: 2049

გრძელვადიანი პერიოდისთვის მთავრობის სტრატეგიაა ფისკალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. როგორც დოკუმენტში “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისათვის“ აღნიშნულია, 2016-2019 წლებისთვის ფისკალური პოლიტიკის ამოცანებს წარმოადგენს:

  • სახსრების მიმართვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა განათლება, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისათვისა და მოსახლეობის დასაქმებისათვის;
  • ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნულის ისეთი მოცულობის ფარგლებში შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას;
  • სახელმწიფო ფინანსების მართვის შემდგომი სრულყოფა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე