ჯო ბაიდენი Facebook-ს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ზომების მიღებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 09:44 | 12.06.2020
ნანახია: 587

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შტაბ-ბინამ გაავრცელა პეტიცია, რომელიც Facebook-ს მიმართ მოთხოვნას შეიცავს. ბაიდენის გუნდი კომპანიის ხელმძღვანელობას სთხოვს მიიღოს ზომები პრეზიდენტ დინალდ ტრამპის წინააღმდეგ.

 „მოგიწოდებთ, დააწესოთ მკაფიო წესები, რომელიც შეეხება ყველას, მათ შორის დონალდ ტრამპსაც, რათა აიკრძალოს მუქარა და დეზინფორმაციის გავრცელება“, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ხელმოწერასც ბაიდენი თავის მხარდამჭერებს სთავაზობს.

 „Facebook-ი დონალდ ტრამპს ყველაფრის თქმისა და (რეკლამისთვის) ფულის გადახდის უფლებას აძლევს, იმისთვის, რომ მისმა ველურმა განცხადებებმა მილიონობით ამომრჩევლამდე მიაღწიოს... ტრამპი და მისი მოკავშირეები Facebook-ს იყენებენ შიშისა და დეზინფორმაციის გავფრცელებისთვის, იმისთვის, რომ შელახონ ჩვენი ხმები“, - აღნიშნულია პეტიციაში.

სოციალურმა ქსელმა პასუხად განაცხადა, რომ აშშ-ში წესებს ადგენს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ტრამპსაც აქვს Facebook--ს მიმართ პრეტენზიები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე