კინოთეატრ "რუსთაველის’’ წინ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი იხსნება

საქართველო, თბილისი - 17:04 | 08.01.2016
ნანახია: 1864

,,რუსთაველის“ წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე   რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართებადა, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი ფილმებიდან.

ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი . 1957 – 1959 წლებში იყო კინოსტუდია “მოსფილმი” -ს , 1960 წლიდან კი კინოსტუდია “ქართული ფილმი”-ს კინორეჟისორი. 1976 – 1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
ელდარ შენგელაის 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით .
კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალი სხვა. ,,ცისფერი მთები'' კი ,,კანის კლასიკაში'' 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე