პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიურომ სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 10.06.2020
ნანახია: 600

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მეორე განყოფილების ხელმძღვანელმა ვადიმ პრიმაჩოკმა განაცხადა.

საუბარია შიდა დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე სერგეი სემეჩკოს დანიშვნის გარემოებაზე.

პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიუროში დღეს, იძულებითი წესით დაკითხვაზე იყო დაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოსთვის კითხვები საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უნდა დაესვათ, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, დაკითხვა არ შემდგარა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე