ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 18:28 | 09.06.2020
ნანახია: 480

9 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0648 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9805 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -8.43 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4549 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3599 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 9.50 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4509 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.8757 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ივნისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე