ზელენსკის სურდა კორონავირუსით სპეციალურად დაავადებულიყო, რათა ადამიანები დაემშვიდებინა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 09.06.2020
ნანახია: 801

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სურდა კორონავირუსით სპეციალურად დაავადებულიყო. ამით, მას სურდა ადამიანებისთვის დაემტკიცებინა, რომ კორონავირუსი „ჭირი“ არ არის და არც საშიშია.

ამგვარად, მას სურდა მოქალაქეებისთვის შეემსუბუქებინა გლობალური პანდემიისგან გამოწვეული დეპრესია.

ზელენსკი ვარაუდობდა, რომ დაინფიციფრების შემთხვევაში ის პრეზიდენტის რეზიდენციაში იზოლაციაში გადავიდოდა. ეს კეთილშობილური საქციელი კი მოსახლეობას იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ კორონავირუსის გავრცელების პირობებში შესაძლებელია გადარჩენა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის გაკეთება ცხადია, ვერ შეძლო, ყოველ შემთხვევაში როგორც თავად ამბობს, უპირველესად ოჯახის გამო, რადგან საეჭვოა, რომ  ოჯახის წევრებს მისთვის გაეგოთ და ეპატიებინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე