ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს ნატო ჩხეიძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 09.06.2020
ნანახია: 657

პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე გახდა, - ამის შესახებ მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ფართო და სიღრმისეული, შრომატევადი მოლაპარაკებების შედეგად წარმოგიდგენთ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე