პოლიციამ ყვარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:25 | 09.06.2020
ნანახია: 621

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ყვარელში, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, საბრძოლო ვაზნები, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა და 2 სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს ს სკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე