არ გამოვრიცხავ, ვიყო თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი - დავით ბაქარაძე

საქართველო, თბილისი - 16:47 | 08.06.2020
ნანახია: 643

თბილისში ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონსულტაციები, ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ დგას იმის, რომ რომელიმე პარტია ითხოვს იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე სხვა პარტიები მოიაზრებენ მისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამომრჩევლისთვის მეტი მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და ადამიანები, რომლებიც კენჭს იყრიან, იყვნენ საკმარისი პოლიტიკური კალიბრის მქონე ლიდერები, რათა „ქართული ოცნება“ დაამარცხონ.

„თბილისში ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონსულტაციები, ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ დგას იმის, რომ რომელიმე პარტია ითხოვს იმაზე მეტ ადგილს, ვიდრე სხვა პარტიები მოიაზრებენ მისთვის. მიმდინარეობს სწორება სწორედ ამაზე, როგორ ვუზრუნველყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის და როგორ ვუზრუნველყოთ ის, რომ ადამიანები, ლიდერები, ვინც დადგებიან, იქნებიან საკმარისი პოლიტიკური კალიბრის მქონე ლიდერები იმისთვის, რომ დაამარცხონ „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განმარტებით, მათი ამოცანააოლქები გადანაწილდეს ისე, რომ მთლიანად ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაიზარდოს. ის ასევე არ გამორიცხავს თბილისის ერტ-ერთი რაიონის მაჟორიტარობასაც.

„მე ვიქნები პროპორციული სიის პირველი ნომერი და შეთანხმების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, ვიყო ასევე თბილისის მაჟორიტარი, ერთ-ერთი რაიონის. თბილისის შემდეგ იქნება კონსულტაციები დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებით”,- განაცხადა ბაქრაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე