ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:04 | 08.06.2020
ნანახია: 580

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს.

"ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე