სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა ორი მამაკაცი იარაღით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 08.06.2020
ნანახია: 662

სოფელ გამარჯვების საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საჯარო მოხლე თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ სავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე