გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 10:49 | 08.06.2020
ნანახია: 693

კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც სოფელ შემოქმედის მკვიდრია.

საძიებო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მესამე დღეა, არ ჩანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნაში ჩართულია გურიის სამმართველოს 10 წევრიანი ჯგუფი, რომელსაც იმერეთის სამმართველოს ჯგუფი დრონებით ეხმარება. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე