კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 7 მლნ-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 09:46 | 08.06.2020
ნანახია: 559

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 402 ათასზე მეტი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 7 006 436-ს მიაღწია, გარდაიცვალა 402 120 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 133 664 ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევების აშშ-ში ფიქსირდება - 1 940 468, გარდაიცვალა 110 ათასზე მეტი ადამიანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე