ქვეყანაში 100 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსის მატარებელია - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 17:19 | 07.06.2020
ნანახია: 939

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნოკლ ფაშინიანი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ქვეყანაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი კორონავირუსის მატარებელი იყოს.

სომხეთში კორონავირუსის იფიციალურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 13 130-ს შეადგენს.

ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევებისა და გავრცელების მონაცემთა ცხრილი.

პრემიერმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სომხეთში  100 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსის მატარებელია.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე