სომხეთში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 ინფიცირებული

საქართველო, თბილისი - 11:19 | 07.06.2020
ნანახია: 900

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი. ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 13 ათასს აჭარბებს. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 „სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსის 13 130 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 014 პაციენტი, გარდაიცვალა 200 ადამიანი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 8 844 პაციენტი, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსზე 69 171 ტესტია ჩატარებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე