დიდი იმპერიების კოლონია მაინც ვიყავით, თავი მოგვქონდა, ახლა ალიევის და მეჰრიბანას კოლონია გავხდით - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:18 | 06.06.2020
ნანახია: 713

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ნაცვლად იმისა, რომ ოკუპირებული მთიანი ყარაბახის საკითხზე იბრძოლოს, ამის საკომპენსაციოდ ქართველებს წაართვა სალოცავები, რათა ამომრჩევლებში იტრაბახოს, ის ვერ დაგიბრუნეთ, მაგრამ საქართველო დავჩაგრეო.

„ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ. აქ საუბარია დანაშაულებრივ მთავრობათა პოლიტიკაზე, რითაც ორივე ხალხი ზარალდება, ამიტომ რამდენიმე თვეში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთანავე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ტერიტორიული ხელყოფისთვის, რომელიც ითვალისწინებს უვადო პატიმრობას. ივანიშვილის მთელი ხროვა პასუხს აგებს საქარველოს ტერიტორიათა გაცემა-გასხვისებისათვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი განცხადებით, საქართვლი იქცა ალიევის კოლონიად.

„ჩვენ გადავიქეცით ალიევის კოლონიად. შუა თბილისში ჟურნალისტი ალიევის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ჩაიყვანეს, მობარებული კაცი გაასამართლეს და ამაზე ხმა არავის არ ამოუღია. ამაზე ერთი საპროტესტო განცხადება არ ყოფილა. „სოკარი“, ეს მაფიოზი სტრუქტურა, ივანიშვილი-ალიევის ერთობლივი სპეცსამსახურია, რომელიც აწარმოებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასაც გარდა, მამისისხლად მოწოდებული გაზისა და ბინძური საწვავისა, რომელიც ტყვიით აბინძურებს ჩვენს ჰაერს. ახლა ამას დაემატა დავით გარეჯის წართმევა და ვერ გავივე, რა არის კოლონია ახლა. ესღა გვაკლდა, დიდი იმპერიების კოლონია მაინც ვიყავით, თავი მოგვქონდა, ახლა ალიევის და მეჰრიბანას კოლონია გავხდით. ეს არ არის სამარცხვინო? მარტო ამის გამო იქნება ივანიშვილი და მისი ხროვა ძალიან მწარედ გასასამართლებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე