იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:16 | 06.06.2020
ნანახია: 755

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და არ გამოუვიდა.

როგორც თბილსის მერმა აღნიშნა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოძიება უნდა დაიწყოს.

„იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებას. აქტივისტების მტკიცებით, კახა კალაძემ ანას ბაღის ერთ-ერთ დამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე