გორში მეუღლის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 06.06.2020
ნანახია: 607

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე