სომხეთში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:37 | 06.06.2020
ნანახია: 736

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 12 364-ს შეადგენს. გარდაცვლილია 183 პაციენტი, გამოჯანმრთლდა 3 720 ადამიანი.

ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 8 285 ინფიცირებული. ქვეყანაში კორონავირუსზე უკვე 66 674 ტესტი ჩატარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე