საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 03.06.2020
ნანახია: 838

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე კი აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა.

ერთ-ერთმა დაკავებულმა პროცესზე განაცხადა, რომ იარაღი საქართველოში შეიძინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე