დაუშვებელია მოვითმინოთ ან თვალი დავხუჭოთ რასიზმზე - რომის პაპი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 03.06.2020
ნანახია: 752

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს და გმობს როგორც რასიზმს, ისე „თვითგამანადგურებელ ძალადობას“.

„დაუშვებელია მოვითმინოთ ან თვალი დავხუჭოთ რასიზმისა და გარიყულობის ნებისიერ გამოვლინებაზე,  ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ,  - განაცხადა რომის პაპმა. იუწყება Vatican News-ი.

„ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალადობა თვითგამანადგურებელია. ძალადობით ვერაფერს მიიღებ, თუმცა ბევრს დაკარგავ“, - განაცხადა პონტიფკმა.

ამერიკელი მორწმუნეებისადმი მიმართვისას მან აღნიშა, რომ „დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს არეილობას, რომელიც ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულ გარდაცვალებას მოჰყვა“. პონტიფიკის თქმით, ის ლოცულობს ფლოიდისა და „ყველა მათგანისთვის, ვინც სოცოცხლე რასიზმის გამო დაკარგა“.

რამდენიმე დღეა არ წყდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები  შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში.

ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციელების მიერ დაკავებული 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

დაკავების კადრებში, ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ჯორჯ ფლოიდს პოლიციელი კისერზე მუხლს აჭერს, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული შველას ითხოვს და ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს. მოგვიანებით ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ამერიკის ხმის" ცნობით, შოვინის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, ის ფლოიდს კისრის არეში მუხლით 8 წუთი და 42 წამი აწვებოდა.

30 მაისს აღნიშნულ საქმეზე დააკავეს პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ პოლიციელს უფრო მძიმე მუხლი წაუყენონ, ასევე პასუხი აგონ პოლიციის სხვა ოფიცრებმაც, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე