24-დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 12:00 | 11.05.2020
ნანახია: 465

24-დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თბილისში შესვლა და გასვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. 24-დღიანი პაუზის შემდეგ დღეიდან თბილისში შემოსვლა და გასვლა შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის რიგით მესამე ეტაპია და მისი დაჩქარებულად დაწყება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა.

 ამ დრომდე ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საღამოს 21:00 საათიდან – დილის 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე