2016 წელს 2015 წლის მსგავსად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 % შეადგენს

საქართველო, თბილისი - 13:52 | 26.09.2015
ნანახია: 2124

2016 წელს 2015 წლის მსგავსად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 პროცენტს შეადგენს. როგორც დოკუმენტში “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისათვის“ აღნიშნულია, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკას, რაც ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარებისათვის არსებული დონისათვის ოპტიმალური ინფლაციის განსაზღვრას და მის მიღწევას. 2015-2016 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში 3.5 პროცენტის მიზანია დასახული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე