კომენდანტის საათი არ უქმდება

საქართველო, თბილისი - 17:44 | 07.05.2020
ნანახია: 2232

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა, კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგაც, ჩვეულ რეჟიმში, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე იმოქმედებს კომენდანტის საათი.

"11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში", - განაცხადა გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე