რუსეთი მზად არის აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან - კონსტანტინ კოსაჩოვი

საქართველო, თბილისი - 17:34 | 07.05.2020
ნანახია: 1373

რუსეთი მზად არის სრული დატვირთვით აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და არ შეუშინდება მწვავე თემების განხილვას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მეორე  მსოფლიო ომის დამთავრების 75 წლისთავს ეძღვნებოდა.

ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, რომელსაც კოსაჩოვმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა დიალოგისთვის მზადყოფნა.

„ვისაგრებლებ, დიალოგის შესაძლებლობით და ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით უკრაინის უმაღლესი რადას ვეროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ოლეგ ვოლოშინსა და პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც სიტყვით უკვე გამოვიდა, ვუდასტურებ ჩვენს ყოველმხრივ მზადყოფნას სრული დატვირთვით აღვადგინოთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი ჩვენს თანამოაზრეებთან და ოპონენტებთან. არ გვეშინია მწვავე საკითხების განხილვის. ჩვენ ბევრი რამ გვეთქმის, მზად ვართ მოვისინოთ ჩვენი თანამოსაუბრეების არგუმენტები“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე