სილამაზის სალონები ნათია თურნავასთვისაც მტკივნეული საკითხია

საქართველო, თბილისი - 16:55 | 07.05.2020
ნანახია: 999

სილამაზის სალონები ჩემთვისაც მტკივნეული საკითხია, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

მინისტრის თქმით, მოხდა მთელი რიგი საკითხების გადმოწევა და ბიზნესების გახსნა, თუმცა სილამაზის სალონების გახსნას კიდევ გარკვეული დრო სჭირდება, რაც თავის მხრივ უსაფრთხოების სქემის აწყობაზეა დამოკიდებული.

"თუმცა კიდე ცოტა დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი შევამოწმოთ. თქვენც, მეც და მთელი საქართველოც მეტად იყოს დაცული. კარგია, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისათვის", - აცხადებს თურნავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე