იმედი გვაქვს, რომ Facebook-ის ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა უკანა პლანზე გადაიწევს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 19:42 | 06.05.2020 ნანახია: 473საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დღევანდელ ბრიფინგზე Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული პირების გვერდების, ასევე ჯგუფების წაშლის თაობაზე.
მდინარაძის განცხადებით, სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს.
"ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რუს პიარკონსულტანტ შკრიალოვთან, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოცქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია.
სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფეისბუქ სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად ფეისბუქმა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ფეისბუქის სხვადასხვა ყალბი გვერდებისა და ანგარიშების ჩახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის ნაციონალური მოძრაობა.
ფეისბუქის განცხადებით, ნაცმოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ზიანი მიიღო პანდემიის შედეგად და ცდილობს, ანტიკრიზისული გეგმა იყოს დახვეწილი, ყოვლისმომცველი და რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ფეისბუქის განცხადებითვე, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობის დამალვას, მაგრამ გამოძიებით მოხდა ამ ქსელების დაკავშირება საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში იხარჯებოდა დიდი რაოდენობით თანხა, რასაც ფეისბუქმა მიაკვლია. დაახლოებით საუბარია 100 ათას ლარამდე და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ხარჯების მასშტაბი.
ამავდროულად, ფეისბუქი ხაზს უსვამს, რომ მისი შეფასება დაეყრდნო საჯარო რაპორტინგს, ანუ ნაცმოძრაობის ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმება მოხდა ფეისბუკ მომხმარებელთა მიმართვების და არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართვის, ან მიმართვების საფუძველზე.
ბუნებრივია მადლობას იმსახურებს ფეისბუქის ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისათვის და მინდა მივმართო მათ, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით დააკვირდნენ მათი სოცქსელის მუშაობას საქართველოში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ დემოკრატიული გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებას.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ფეისბუქის ეს მიდგომა გაგრძელდება და სოციალურ ქსელებში ტყუილი და სიძულვილის ენა უკანა პლანზე გადაიწევს.
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმა და მან თქვა, რომ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები თავს ვერ ართმევენ კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას. ფეისბუქმა სწორედ ამ ალგორითმის მიმდევრები დაბლოკა, მათ შორის საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერთა ის გვერდები, რომლებიც ამ ალგორითმის ქვეშ მოიაზრა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა