მთავრობა 2016 წელს მშპ-ს ზრდის ტემპს 3 %-ის ფარგლებში პროგნოზირებს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 26.09.2015
ნანახია: 1896

 

2016 წლისთვის ფინანსთა სამინისტროს შედარებით ოპტიმისტური გათვლები აქვს. როგორც დოკუმენტში “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისათვის“ აღნიშნულია, 2016 წლის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3 %-ით პროცენტის ფარგლებში გაიზრდება, ეს იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის პროგნოზი 2 %-ია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციური ზრდის ფარგლებში ჩამოყალიბდება და 2016-2019 წლებში 5.0 პროცენტი იქნება. 2019 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 43.0 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელთან შედარებით 5.0 ათასი ლარით გაიზრდება და 11 522 ლარს გაუტოლდება.

მშპ-ს გრძელვადიან ზრდაში წარმმართველი როლი ექნება ინვესტიციების და ექსპორტისზრდას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე